ტელეკომპანია "ვესტი-24"-ის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ უფლებამოსილება დღეს შეიწყვიტა.
იაპონური საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მინისტრებმა პოსტების დატოვება იმის გამო გადაწყვიტეს, რომ პრემიერ-მინისტრ ნაოტო კანუსთვის კაბინეტის რეირგანიზაციის საშუალება მიეცათ.
სავარაუდოდ, ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება მომავალი კვირიდან დაიწყება.