სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელმა მღვდელმსახურებმა რიო-დე-ჟანეიროს მსოფლიოში სახელგანთქმული ქრისტეს ქანდაკების წინ ერთობლივი ლიტურგია აღავლინეს.
ლიტურგიაში მოსკოვის, ანტიოქიისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქები მონაწილეობდნენ. მორწმუნეები კორკოვადუს მთაზე შეიკრიბნენ, სადაც რიო-დე-ჟანეიროს მთავარი სიმბოლო, 38 მეტრიანი ქრისტეს ქანდაკებაა აღმართული.
ღვთისმსახურებაში, ასევე, მონაწილეობდნენ ბრაზილიაში მცხოვრები რუსეთის, საბერძნეთის, სირიისა და ლიბანის დიასპორის წარმომადგენლები.
ისტორიაში ეს რიგით მეორე შემთხვევაა, როცა რიო-დე-ჟანეიროს კათოლიკური ეპარქიის კუთვნილი ქანდაკების წინ მართლმადიდებლური ლიტურგია სრულდება. პირველად ქრისტეს ქანდაკების წინ მართლმადიდებლური ლიტურგია 2008 წელს შესრულდა.
შეგახსენებთ, ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროს 709 მეტრ სიმაღლის მქონე მთა კორკოვადუს მწვერვალზეა განთავსებული.