ორმხრივ ურთიერთობებზე როცა არის საუბარი, მოდიხარ მათრახით და ჩემგან კანფეტები გინდა, ეს ორმხრივი ურთიერთობა არ არის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„უცხოურმა ძალამ ქართული გენეტიკა ვერ შეისწავლა, ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ. ესენი გვემუქრებიან, რომ სადღაც, ამერიკაში, ბულვარზე ვერ გავისეირნებთ. უკაცრავად, მაგრამ საუბარია ქვეყნის სუვერენიტეტზე, სამშობლოს გადარჩენაზე, მათ შორის ფიზიკურად და სულიერად. ახლა რომელ სანქციებზეა საუბარი? ორმხრივ ურთიერთობებზე როცა არის საუბარი, მოდიხარ მათრახით და ჩემგან კანფეტები გინდა, ეს ორმხრივი ურთიერთობა არ არის. რაც უფრო გააძლიერებენ წნეხს და სანქციებს, მით უფრო გაიზრდება ჩვენი რეიტინგი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. მათ შორის არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.