ყაზახეთის პარლამენტმა პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა.
შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებები ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანომ დღეს დააკანონა. ცვლილებების თანახმად, ნაზარბაევი ქვეყანას 2020 წლამდე უხელმძღვანელებს, თუმცა ამისთვის ქვეყანაში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.
70 წლის ნაზარბაევი ყაზახეთს 20 წელზე მეტია ხელმძღვანელობს. 7იანვარს მან რეფერენდუმის შესახებ პარლამენტის წინადადება დაბლოკა, თუმცა დღევანდელი კენჭისყრით საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო გადალახა. საინიციატივო ჯგუფმა რეფერენდუმის ჩატარების მხარდასაჭერად 5 მილიონზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.