ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ზვიად ხარაზიშვილისთვის (ხარება), მილერი ლაგაზაურისთვის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება.
„მოხარული ვარ, რომ აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, შიშისა და ძალადობის გარეშე გამოიყენონ სიტყვისა და შეკრების უფლება“, – წერს ჯიმ რიში.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. მათ შორის არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.
ასევე სანქციები დაუწესდა პრორუსული ალტ ინფოს დამფუძნებლებს კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.