კონკრეტული საცხოვრებელი ადგილის არმქონე მამაკაცმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მისაღებში თავის მოკვლა სცადა.
ინცინდენტი დაახლოებით 14.30 სათზე ილინკის ქუჩაზე მოხდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტის მისაღებია განთავსებული.
მამაკაცმა მჭრელი საგნით საკუთარ თავს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ჭრილობები მას კისერსა და მარჯვენა ხელზე აღმოაჩნდა.
მამაკაცი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მომხდარის გამოძიებისას მილიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1970 წელს დაბადებულ ეთნიკურად სომეხ მამაკაცს რუსეთის ფედერაციაში არანაირი საცხოვრებელი მიწერა არ გააჩნდა.
სავარაუდოდ, მამაკაცი ამ გზით დოკუმენტების მიღებასა და ყურადღების მიპყრობას ცდილობდა.
მასალის გამოყენების პირობები