გერმანიის საელჩოში ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისა და ქართული ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. დისკუსიის დამთავრების შემდეგ, მიხაელ როთმა პლატფორმა "X"-ზე დაწერა, რომ ძლიერი ოპოზიციის გარეშე, ყველა დემოკრატია კვდება.
როთის თქმით, საქართველოში არა ოპოზიციის მხარდასაჭერად, არამედ ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის ჩამოვიდა.
„ძლიერი ოპოზიციის გარეშე, ყველა დემოკრატია კვდება.
მე არ ვარ საქართველოში ოპოზიციის მხარდასაჭერად. მე ვარ აქ, რათა ხელი შევუწყო ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიას, თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, რათა თბილისი კვლავ გახდეს ევროპის ნამდვილი დედაქალაქი". - წერს როთი.