"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ენმ-ს ნაძალადევის ორგანიზაციის წევრი პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაძალადევის ოფისიდან გამოსულ ზურაბ აბაევს გარეთ პოლიცია დახვდა, სამართალდამცველებმა მას გადაუღეს ფოტოები, ვიდეო, დააკავეს, ჩატენეს მანქანაში და ფიზიკურად გაუსწორდნენ".
პრესსამსახურის ცნობითვე, ის ამ დროისთვის კიკვიძის პარკთან მდებარე შსს ნაძალადევის მე-9 განყოფილებაშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატი.