ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ყურმანბექ ბაკიევი ბელორუსის სამხედრო ქარხნის დირექტორი გახდა. ამ თანამდებიბაზე იგი ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დანიშნა.
კონკრეტულად რომელ დაწესებულებას უხელმძღვანელებს ყირგიზეთის ექს-მეთაური, არ კონკრეტდება. ამასთან, არც ბელორუსიის პრეზიდენტის საიტზე არაა გამოქვეყნებული ინფორმაცია ბაკიევის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
რადიო "აზატიკის" ინფორმაციით კი, ბაკიევის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "ყირგიზეთის ყოფილი მეთაურის დაცვის კომიტეტი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღესდღეობით ყირგიზეთის ექსმეთაური უმუშევარია.
შეგახსენებთ, ბაკიევი ყირგიზეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ქვეყნიდან 2010 წლის აპრილში გაიქცა.
ალექსანდრე ლუკაშენკომ ექს-პრეზიდენტს თავშესაფარი შესთავაზა.