საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციის წინ გაიმართულ ღონისძიებაზე ოლიმპიელები და პარალიმპიელები ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა პარალიმპიურ და ოლიმპიურ პრიზიორებს, ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრებს.
სალომე ზურაბიშვილმა სპორტმენებს მიმართა და უთხრა, რომ მათ მოიპოვეს, არამხოლოდ მედლები და ჯილდოები, არამედ ხალხის სიყვარული.
"თქვენ, სპორტსმენებო, გამარჯვებულებო თუ მონაწილეებო, ერთნაირად გიღებთ დღესთქვენი ქვეყნის მსოახლეობა. არამხოლოდ მედლები, ჯილდოები და პრემიები დაიმსახურეთ, მიიღეთ ბევრად მეტი, მარადიული, ისეთი რამ რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს - ესაა ხალხის სიყვარული. დაე, შეგეძლოთ ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება. ჩვენი ისტორიის ამ ურთულეს პერიოდში თქვენ სჭირდებით ქვეყანას, სჭირდებით მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს, ვინც გიყურებთ გაბრწყინებული თვალებით და თქვენგან მაგალითს ელის, მაგალითს პროფესიონალიზმის, თავდადების, შემართების და მიზანდასახულობის", - თქვა მან.
მისივე თქმით ,არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება, როცა უყურებ რომ მთელ საზოგადოებას ერთად უხარია.
"ფეხბურთელებმა პირდაპირ ევროპაში შეგვიყვანეს, ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა საქართველო ევროპის შუაგულში, პარიზში სერიოზულ მეტოქედ წარმოაჩინეს. ორივე შემთხვევაში ვიზეიმეთ არა მხოლოდ ცალკეული სპორტმენის გამარჯვება, არამედ, ქვეყნის წარმატებაც და მისი მსოფლიო რუკაზე გამოჩენა.
არ არსებობს ალბათ ამაზე დიდი ბედნიერება, როცა უყურებ რომ მთელ საზოგადოებას ერთად უხარია, ერთად დგას. სპორტის უდიდესი ძალაა ადამიანები გაახაროს და გააბენდიეროს. ასეც მოხდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ფოტო: რადიო თავისუფლება