ბრაზილიაში ძლიერი წყალდიდობაა. წყალდიდობის შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში მეწყერი წარმოიქმნა, რომელსაც ბოლო მონაცემებით 500 ადამიანი შეეწირა ათასობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.
როგორც ბრაზილიის პოლიცია აცხადებს, დაღუპულთა რიცხვის სავარაუდოდ გაიზრდება.
1967 წლის შემდეგ ბრაზილიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ მაჩვენებლამდე არ მისულა. 1967 წელს სან პაულოში 430 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები