კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხზე სენატში გამართულ მოსმენაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ “ხელისუფლება ემსახურება კრემლს, რუსეთს და არა საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს.“
“გასულ წელს, სწორედ ქართველი ხალხის პრინციპულობის დამსახურებით, ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ “ოცნების“ რუსული პოლიტიკის და კანონის გამო, ახლა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, საფრთხის ქვეშ დგას აშშ-თან საქართველოს პარტნიორობა.
ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა სენატში გუშინდელმა გამართულმა მოსმენამ საქართველოს საკითხზე, სადაც ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ემსახურება კრემლს, რუსეთს და რა საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ გაჩერებულია და ყოველდღიურად იმატებს იმ პროქტების რაოდენობა, რომელიც სახელმწიფოსთვის და მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ხელისუფლების ცვლილების გარეშე საქართველო და მისი მოქალაქეები განწირულნი იქნებიან დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციისთვის და მძიმე ეკონომიკური შედეგებისთვის“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მან ასე ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის არჩევენბის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ “43 დღე რჩება, მანამ, სანამ საქართველოს მოქალეები დაასრულებენ, არჩევენების გზით, ქვეყანაში რუსეთის მსახური ხელისუფლების ძალაუფელაბში ყოფნას.“
საქართველოს დაბრუნება ევროპულ გზაზე, ქვეყნის სწრაფად გაწევრიანება ევროკავშირში, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნება და გაღრმავება იქნება “ძლიერი საქართველოს“ უმთავრესი პრიორიტეტი.
26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, სწორედ იმ მოსმენის დროს, რომელმაც აირეკლა ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის მსახური ხელისუფლების პირიობებში, ქვეყანას არ ექნება მომავალი. ერთადერთი ვინც იწონებს და აქებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას, არის კრემლი და მისი პროპაგანდისტები. დასავლეთის თვალში “ოცნებას“ სრულად დაკარგული აქვს ნდობა და ბოლომდეა ლუსტრირებული, როგორც რუსეთის მსახური დაჯგუფება და არა ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს.
ამ ყველაფრის უფლება, ვალდებულება არის საქართველოს მოქალქეების ხელში და დაწმრუნებულები ვართ, რომ 26 ოქტომბერს ქართველები გადაარჩენენ რუსული გეგმისგან საქართველოს და დააყენებენ განვითარების სწორ გზაზე“,- განაცხდა ნაცვლიშვილმა