ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესია, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დარჩეს წარსულში, ჩვენ კი წავიდეთ მომავლისკენ - ევროკავშირში, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ნაძალადევში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ხატია დეკანოიძის თქმით, მოქალაქეები ძალიან მოტივირებული არიან გამარჯვებისთვის.
"ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ეს იქნება ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება და რა თქმა უნდა, ხალხი არასდროს დაუშვებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დატოვოს იზოლაციაში. ჩვენ ავირჩევთ ევროკავშირს, კეთილდღეობას და მოლაპარაკებებიც ძალიან მალე გაიხსნება ევროკავშირთან. ამისთვის ვემზადებით ყველანი, ძალიან მოტივირებულები ვართ და ეს არ არის მხოლოდდამხოლოდ სიტყვები: ეს არის ის, რაც არის ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესი, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს წარსულში, ჩვენ კი წავიდეთ მომავალში - ევროკავშირისკენ", - განაცხადა ნაძალადევში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ხატია დეკანოიძემ.