„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე ხელისუფლების მიერ მასწავლებლებისთვის ეროვნული პრემიის შეთავაზებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ყოველივე პური და სანახაობის ტოლფასია.
მისივე თქმით, განათლების სისტემა მართვადი ქაოსია და ეროვნული ინტერესებისთვის უდიდესი ზიანი მოაქვს:
„ნეტა, მართლა გვეზეიმებოდეს და ხელისუფლების მიერ მასწავლებლის ეროვნული პრემიის შეთავაზება პური და სანახაობის ტოლფასი არ იყოს!
როცა ვიცით, როგორი მართვადი ქაოსია დღეს განათლების სისტემა და რა ზიანი მოაქვს სახელმწიფო, ეროვნული ინტერესებისთვის:
10-დან 7 მოსწავლის შიმშილს თითოეულ სასწავლო დღეს;
მოსწავლეთა საშუალოზე დაბალ აკადემიურ მიღწევებს სასკოლო საფეხურზე;
სკოლის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხების კორუფციული სქემებით შეჭმას;
ხალხის ფულის არამიზნობრივად დ პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას;
სტუდენტების მიზერულ ანაზღაურებას 24/7-ზე სამუშაო გრაფიკითაც და დაბინავების მუდმივ პრობლემას;
რესურცენტრის უფროსების პარტმუშაკებით ჩანაცლებას;
დირექტორების სელექციას პოლიტიკური ლოიალობის და არა პროფესიონალიზმის ნიშნით;
მასწავლებელთა დისკრიმინაციას ს. მათი რეპუტაციის გაცამტვერებასთან ერთად მათ მუდმივ ტყუილსა და დაპირისპირებაში ყოლას.;
საარჩევნო შტაბად და ხმების ყულაბად სკოლის ქცევას...
ნეტა, მართლა გვეზეიმებოდეს, აღარ ვიტყვით..
#სკოლასშველაჭირდება
#მომავალიგანათლებაშია #26ოქტომბერს #გავიმარჯვებთსახელოვნად“ - განაცხადა ტოხვაძემ.