ეს კანონი მომზადებულია იმისთვის, რომ მოხდეს რეპრესიების ლეგალიზაცია - ეს განცხადება "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა სენატში, ამერიკელი კანონმდებლების წინაშე გააკეთა, სადაც საქართველოს შესახებ მოსმენა იმართება.
"ეს აგენტების კანონი იყო ინსპირირებული პუტინის კანონით, რომელიც მიიღეს რუსეთში და ის მთავრობა მას იყენებს მოქალაქეების წინააღმდეგ. იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ ამ კანონს, ჩვენ გვჭირდება გაერთიანება იმისთვის, რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა ამ კანონს. საქართველოში ეს ნიშნავს, რომ აშშ-მა უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს, როგორც ის აქამდე იკავებდა, იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს დემოკრატიული ფასეულობები. ეს ძაან რთულია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამერიკამ უნდა შეასრულოს საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობა და მოვალეობა , მაგრამ თავისუფალი ქვეყნის თავისუფლება ეს არ არის საჩუქარი, ამისთვის მოსახლეობა უნდა იბრძოდეს. იქ, სადაც ძალიან ძლიერია დემოკრატიული მოძრაობები და მას მხარს უჭერს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და არის ამერიკის მხარდაჭერა, ეს შესაძლებელია.
საქართველოში, როგორც იცით, ამ რუსული კანონის შემოღებამ გამოიწვია მასობრივი დემონსტრაციები და ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ საქართველოს არჩევნები ოქტომბერში, ეს არის რეფერენდუმი - გახდება საქართველო ევროპული ქვეყანა, თუ გახდება რუსეთის სატელიტი. ეს ნიშნავს, რომ თუ საქართველო მოხვდება რუსული გავლენის ქვეშ, ჩვენ დავკარგავთ ყველანაირ პერსპექტივას, რომ გავხდეთ დემოკრატიული ქვეყანა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ისევ გაავრცელებს თავის გავლენას ჩვენ ტერიტორიაზე და მათი მიზნები ძალიან მარტივია. ეს არის - გაჩუმება თავისუფალი სიტყვის და ამისთვის ეს კანონი არის საუკეთესო საშუალება.
ძალიან რთულია ამის დაძლევა. ეს კანონი იყო მომზადებული იმისთვის, რომ მოხდეს რეპრესიების ლეგალიზაცია. მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრები და მეც პირადად, გვხდით სიტყვიერი თავდასხმების ობიექტი. კანონი იყო მიღებული, რომელიც ნამდვილად ასახავს რუსულ კანონს და ამასობაში, საქართველოს მთავრობა ყველა ჩვენს მეგობარს ეძახის "გლობალური ომის პარტიის" წევრებს. ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ჩვენ პარტნიორს - შეერთებულ შტატებს და იარლიყებს აკრავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც უცხოელ აგენტებს. ემუქრებიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უარს ამბობენ რეგისტრირებაზე, რომ დაუყადაღებენ ანგარიშებს და მოსპობენ. ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, ჩვენ ვართ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ არ ვართ აქ მარტოები და ჩვენ აუცილებლად უნდა ვნახოთ, რომ ისინი, ვინც ასეთ კანონებს მიიღებს, იქნებიან დასანქცირებული.
ჩვენ ვაფასებთ ამერიკის მხარდაჭერას მეგობარი აქტის შემოღებით..." ამბობს გიგაური სენატის სხდომაზე. [სინქრონული თარგმანი]