სენატორი შაჰინი და მე 2012 წელს ვიყავით საქართველოში და პირველი ნამდვილად თავისუფალ არჩევნები ვნახეთ. ვფიქრობ, ჩვენ ორივე ძალიან მოხარულები ვიყავით თუ რა მოხდა და როგორ იყო თავდაპირველად აღქმული. ამის შემდეგ, ჩვენი ნდობა და ჩვენი ხედვა იმედგაცრუებული აღმოჩნდა, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მიმდინარეობს განხილვა თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“.
„სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ავტოკრატები და მათი მთავრობები ყველაფერს გააკეთებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რათა გადარჩნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ხელახლა გამოჩნდებიან ხოლმე კრეატიული მეთოდების გამოყენებით პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის, ადამიანის უფლებების დამცველების და ყველა სხვის გასაჩუმებლად, ვინც ცდილობს, ნათელი მოჰფინოს მათ ქმედებებს.
განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ჩვენს მეგობრებზე საქართველოში. ევროკავშირის მკაფიო განცხადებების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობების შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირში გაწევრიანებას შეაჩერებს, მაგრამ საქართველოს მთავრობა დაჟინებული იყო.
მოხარული ვარ, რომ აშშ-მა საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკის გადახედვა დაიწყო და მიმდინარე დახმარებაში პაუზა აიღო.
სენატორი შაჰინი და მე 2012 წელს ვიყავით საქართველოში და პირველი ნამდვილად თავისუფალ არჩევნები ვნახეთ. ვფიქრობ, ჩვენ ორივე ძალიან მოხარულები ვიყავით თუ რა მოხდა და როგორ იყო თავდაპირველად აღქმული. ამის შემდეგ, ჩვენი ნდობა და ჩვენი ხედვა იმედგაცრუებული აღმოჩნდა, და ეს, ვფიქრობ, რბილად ნათქვამია. უკუსვლა, უკან - რუსული დათვისკენ”, -
საქართველოში ვხედავთ რეგრესს, არის მცდელობები შემოიღონ ენჯეოების წინააღმდეგ კანონდებლობა ჩინეთში არასამთავრობო სექტორი აღიქმება ეროვნულ საფრთხედ. ჰონგ კონგში მრავალი ადამიანი გაასამართლეს ამ კანონებით”, - თქვა სენატორმა რიშმა.