იმის ნაცვლად რომ ქვეყანამ მიიღოს 14 მილიარდ ევროიანი დახმარება “ქართული ოცნება” ამუშავებს რეპრესიულ მანქანას ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ რა სასამართლოებიც არ უნდა ატაროს, ჯარიმები დაწეროს, პატიმრობა შეგვიფარდოს, ამის შიში ჩვენთან არ აქვს არავის და მათი ყველა მცდელობა იქნება უშედეგო", - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.
“ივანიშვილის რეპრესიული მანქანა ისევ ამოქმედდა საარჩევნოდ და ამის მოლოდინი გვქონდა. არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” დაიწყებდა სხვა გზით ჩვენთან მიდგომას. რა თქმა უნდა, რეპრესიული მანქანა მიმართეს იმ ადამიანებისკენ, რომლებიც არიან ყველაზე აქტიურები ამ ბრძოლაში, ვგულისხმობ ირაკლი ნადირაძეს, ირაკლი ეძგვერაძეს და ამ ადამიანების დაშინებას ცდილობენ ამ ყველაფრით, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სისულელე და ფარსი და იმის ნაცვლად, რომ “ოცნება” საზოგადოებას ელაპარაკოს კეთილდღეობაზე, იმაზე რომ დაჩქარებული წესით გახდეს ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, იმის ნაცვლად, რომ ამ ქვეყანამ მიიღოს ევროპული ბენეფიტები, როგორიც არის 14 მილიარდი, ამის ნაცვლად ისინი ამუშავებენ რეპრესიულ მანქანას ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ მისი რეპრესიული მანქანის არ ეშინია არცერთ ჩვენგანს და რა სასამართლოებიც არ უნდა ატაროს, ჯარიმები დაწეროს, პატიმრობა შეგვიფარდოს, ამის შიში ჩვენთან არ აქვს არავის და მათი ყველა მცდელობა იქნება უშედეგო.“- განაცხადა იგორ ნარმანიამ.