იმის ნაცვლად, რომ ახლა ვიმყოფებოდეთ ხალხთან შეხვედრებზე და ვესაუბრებოდეთ უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, თუ როგორ გვართმევს ივანიშვილი 14 მილიარდიან შესაძლებლობას, რაც მოხმარდებოდა ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას, ივანიშვილის რეჟიმი გვატარებს სასამართლოებზე, ამიტომ 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი,” - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ
“ივანიშვილის სანქცირებული სასამართლოს პირობებში არ შეიძლება პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი გვქონდეს, ეს კეთდება ერთადერთი რამის გამო, რომ მოგვაცდინონ საარჩევნო კამპანიისგან, ჩვენ ახლა უნდა ვიმყოფებოდეთ ხალხთან შეხვედრებზე, ვესაუბრებოდეთ მათ პრობლემებზე - უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, გაზრდილ ფასებზე, გაზრდილ საპროცენტო სესხებზე, გაზრდილ ემიგრაციაზე, ასევე როგორ ართმევს ივანიშვილი შესაძლებლობას ადამიანებს მიიღონ 14 მილიარდი ევროს დახმარება, რაც მოხმარდებოდა ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და ქართული ოჯახების გაძლიერებას, მაგრამ უნდათ, რომ ასე ყოველდღე გვატარონ სასამართლოებში და ამ პრობლემების ნაცვლად გვალაპარაკონ იმაზე თუ როგორ მოხდა დაჭერა და ვართ თუ არა მართლები, ამიტომ 26 ოქტომბერს ყველამ ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი და წავიდეთ ყველანი ევროპისკენ, სადაც იქნება თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი პოლიცია, პროკურატურა და ადამიანებს ექნებათ ევროპული კეთილდღეობა“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა ირაკლი ეძგვერაძის და მისი დაკავება,
„აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა ირაკლი ეძგვერაძის და ჩემი დაკავებაც, მიუხედავად იმისა, რომ იქ ადგილზე ძალიან ბევრი კამერა იღებდა და არაერთი მოწმე არსებობს, პოლიციამ მხოლოდ პოლიციელები წარმოადგინა მოწმეებად, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ექნებათ ერთნაირი ჩვენებები.” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.