თბილისს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ის არის ევროპის დედაქალაქი და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერსაც თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, უარს ეტყვის რუსულ ჭაობს, საერთაშორისო იზოლაციას და აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ.
“რამდენიმე თვის წინ საქართველოში იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, რომელმაც თქვა, რომ თბილისი არის ევროპის დედაქალაქი და ის მართალი იყო. აპრილში, მაისში, ივნისში, როდესაც თბილისელები ისევე როგორც დანარჩენი
საქართველო დაუპირისპირდა რუსულ კანონს, თბილისი ნამდვილად იყო ევროპის დედაქალაქი, რადგან თბილისში წყდებოდა საქართველოს ევროპული მომავლის ბედი, ეს კაცი ამას გულისხმობდა, რადგან არ არსებობს ევროპის გაერთიანების დასასრული მასში საქართველოს გაწევრიანების გარეშე და ამას გულისხმობდა პრეზიდენტი სააკაშვილი, როდესაც თბილისში და მთელ საქართველოში აღმართავდა ევროკავშირის დროშას. ამაში ის არ დებდა მხოლოდ იმ იდეას, რომ ჩვენ გვინდა ევროპის კავშირში, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპის კავშირში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამაში გულისხმობდა სწორედ იმას, რომ არ არსებობს ევროპული ინტეგრაციის პროექტის დასასრულის მასში საქართველოს გაწევრიანების გარეშე. 26 ოქტომბერს თბილისი კიდევ ერთხელ იქნება ევროპის დედაქალაქი, თბილისი ყოველთვის, ყველა არჩევნებზე იყო ტონის მიმცემი, თბილისი დიდწილად განსაზღვრავდა არჩევნების ბედს. 26 ოქტომბერს მე მჯერა, რომ თქვენთან ერთად, თქვენი უშუალო მონაწილეობით, თქვენი ძალისხმევით თბილისი გახდება ევროპის დედაქალაქი, თბილისი გახდება ევროპის ცენტრი, ჩვენ ერთად, ერთიანობით, ერთიანი ძალისხმევით მოვიშორებთ იმ კოშმარს, რასაც “ქართული ოცნება” ჰქვია. 26 ოქტომბერს მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად უარს ვეტყვით “ქართული ოცნების” მმართველობას, დავაბრუნებთ საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად! 26 ოქტომბერს თბილისელებს ველოდები ყველას საარჩევნო უბნებზე, ველოდები ყველას, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი, დავაბრუნოთ საქართველო სწორ გზაზე, დავაბრუნოთ საქართველო ევროპის გზაზე და დავიცვათ შემდეგ ჩვენი გაკეთებული არჩევანი, დავიცვათ ჩვენი ხმები. 26 ოქტომბერს ჩვენ გადავწყვეტთ, ჩვენ ვართ ევროპაში კეთილდღეობით თუ სიღატაკეში საერთაშორისო იზოლაციაში,” - განაცხადა გია ჯაფარიძემ.