ყველა თბილისელს გვაქვს არჩევანი - ევროპული კეთილდღეობა თუ სიღატაკე იზოლაციაში - გაღარიბებული თბილისელების ხარჯზე კორუფციით გამდიდრებული თბილისის მერი თუ ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული კოალიციური მთავრობა. დაკარგული ინვესტიციები თუ წვდომა 14 მილიარდიან ევროკავშირის გაწევრიანების ფონდზე. მჯერა, თბილისი თავის ევროპულ არჩევანს ამაყად გააკეთებს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, - ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ რიყის პარკში, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თბილისის კამპანიის ღონისძიებაზე - “კი ევროპას” განაცხადა.
“პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისი აქცია ევროპის ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქად,
განახორციელა თბილისის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის ყველაზე ამბიციური პროექტი და შექმნა თანამედროვე თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობანი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზუსტად 15-ჯერ გაზარდა ტურისტების რაოდენობა თბილისში, გააოთხმაგა თბილისის ეკონომიკა, და საგანგაშო მაჩვენებელი სადაც ყოველი მეორე თბილისელი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა შეამცირა 20%-მდე, თბილისი ამაყად მასპინძლობდა მსოფლიო ლიდერებს მაგრამ დღეს, თბილისი შესაძლებლობების ქალაქის, ნაცვლად სიღარიბის და უპერსპექტივობის ქალაქად იქცა.
26 ოქტომბერს ყველა თბილისელს გვაქვს არჩევანი: - ევროპული კეთილდღეობა თუ სიღატაკე იზოლაციაში - გაღარიბებული თბილისელების ხარჯზე კორუფციით გამდიდრებული თბილისის მერი თუ ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული კოალიციური მთავრობა - დაკარგული ინვესტიციები თუ წვდომა 14 მილიარდიან ევროკავშირის გაწევრიანების ფონდზე, - 14 მილიარდი, რომლითაც თბილისში ავაშენებთ სკოლებს და საბავშვო ბაღებს, საერთო საცხოვრებლებს სტუდენტებისთვის - 14 მილიარდი ეკოლოგიური პროექტებისთვის, პარკების და სპორტული კომპლექსებისთვის - 14 მილიარდი შემოვლითი რკინიგზის გზისთვის, რათა თბილისელები ნახევარ ცხოვრებას საცობებში არ ატარებდნენ - 14 მილიარდი ევროპული კეთილდღეობისთვის, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზეა მჯერა, თბილისი თავის ევროპულ არჩევანს ამაყად გააკეთებს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე. ახლა კი სცენაზე მინდა ვთხოვო ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გამორჩეულად ენერგიულ და მზრუნველ ქალ პოლიტიკოსს, ახალ სახეს ქართულ პოლიტიკაში - სოფო ჯაფარიძეს.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.