ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპული ორგანიზაცია „EUROPRIS“-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიღწეულ პროგრესს აფასებს და ამ მნიშვნელოვან საქმეში საქართველოს იუსტიციის მინიტრის პირად წვლილზე საუბრობს.
,,საქართველო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო და ძალისხმევა, რომელსაც გაართვა თავი ქვეყანამ, ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ შეძლო ამ პერიოდიდან გამოსვლა. ბატონო ბრეგაძე, დიდი მადლობა ნდობისთვის, იმისთვის, რომ EUROPRIS-ს და EPTA-ს უწყობთ ხელს და კიდევ უფრო დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის უწყვეთ განვითარებაზე ზრუნავთ.
მე გაკვირვებული ვარ , თუ როგორ სიღრმისეულად არის დაინტერესებული საქართველოს იუსტიციის მინისტრი სასჯელაღსრულების საკითხებით. ზოგადად, როდესაც მინისტრებს ვხვდები, როგორც წესი, საუბარი 15 წუთს გრძელდება ხოლმე, მაგრამ ბატონმა ბრეგაძემ 2 საათზე მეტი დრო დაუთმო ჩვენს შეხვედრას და დეტალურად მიხსნიდა, თუ როგორ მუშაობს და ვითარდება ეს სამსახური საქართველოში. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გაწეული ძალისხმევისთვის.“- ამის შესახებ მან პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი მასპინძლობენ.