ვფიქრობ, პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, არ უნდა აკეთებდეს მსგავსი ტიპის განცხადებებს, მას აქვს წარმომადგნლობითი ფუნქციები. გადაწყვეტილი თუ აქვს, რომ აქტიურად გახდეს პოლიტიკური პროცესების მონაწილე, ვფიქრობ, ამისთვის არსებობს სხვა ფორმატები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მისდამი მინიჭებული ფუნქციები და მსგავსი ტიპის პოლიტიკური განცხადებები ერთმანეთთან მთლად ბოლომდე შესაბამისობაში არ არის. მისი პროგნოზი ვერ გამართლდება და ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს იქნება ამის მთავარი გარანტი. შესაძლებელია, 25 პროცენტსაც ვერ ასცდეს, ჯამში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი განშტოებებით, როგორებიც არიან ხაზარაძე და სხვა პოლიტიკური პარტიები. ის, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს 25 პროცენტს, ამის დაახლოებით ისეთივე ალბათობაა, როგორც იმის, რომ ზუსტად ერთ წამში აღმოვჩნდეთ მთვარეზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა., რომ „მმართველი პარტია დასუსტებულია, გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ”.