მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის მაუწყებლების მიერ გამოყოფილი 12 წამი არის უსამართლო და კანონის არასწორი განმარტების შედეგად, ჩვენთვის კუთვნილი ისედაც მცირე სარეკლამო დროის შემცირება, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ
მისივე თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიებში “პროფესიული” წევრების არჩევის პროცედურები წარიმართა არჩევნებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფით, როგორიცაა სამართლიანობა, გამჭვირვალობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
დღეს, 12:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განიხილავს საარჩევნო სუბიექტის “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” საჩივარს. საჩივარი შეეხება წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებას სატელევიზიო ეთერებში.
თამარ კორძაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტელემაუწყებლების მიერ გამოყოფილი უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო იყო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი
“მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის მაუწყებლების მიერ გამოყოფილი 12 წამი არის უსამართლო და კანონის არასწორი განმარტების შედეგად, ჩვენთვის კუთვნილი ისედაც მცირე სარეკლამო დროის შემცირება.
მნიშვნელოვანია, რომ ტელემაუწყებლების მიერ გამოყოფილი უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო იყო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი, მაგრამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მითითებით, 6 სექტემბერს, იძულებული გავხდით, შეგვემცირებინა სარეკლამო წამები და ხელახლა წარგვედგინა ტელევიზიებისათვის.
მსგავსი მიდგომა და კანონის მიზნის საწინააღმდეგო განმარტება, ართმევს საქართველოს მოქალაქეების ჩვენი საარჩევნო დაპირებების შესახებ სარეკლამო სახით ინფორმაციის სრულფასოვნად მიღების შესაძლებლობას და კომისიამ აღნიშნული მიდგომა უნდა შეცვალოს, ” - განაცხადა თამარ კორძაიამ
ასევე, დღეს 13:00 საათზე ჩაინიშნა ცესკოს სხდომა, რომელზეც განიხილება საარჩევნო სუბიექტის “ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ წარდგენილი 15 საჩივარი.
თამარ კორძაიას განცხადებით - “ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში “პროფესიული” (უპარტიო/სერტიფიცირებული) წევრების არჩევის პროცედურები წარიმართა არჩევნებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფით, როგორიცაა სამართლიანობა, გამჭვირვალობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
ჩვენს მიერ საჯარო წყაროებიდან მოპოვებული მასალებიდან დასტურდება, რომ ე.წ. პროფესიული ნიშნით არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, ახლო ნათესავ-მეგობრები. საარჩევნო ადმინისტრაციის ასეთი მიდგომა აზიანებს არჩევნების სამართლიანად, თანასწორად და თავისუფლად ჩატარების მიმართ საზოგადოების ნდობას და მიგვაჩნია, რომ ყველა საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით, კონკურსი უნდა ჩატარდეს ხელახლა და საჯაროდ, მათ შორის კანდიდატებთან გასაუბრების ფორმით.” - განაცხადა თამარ კორძაიამ