“14 მილიარდი ევრო, 14 მილიარდ ევროს ბლოკავს დღეს ოცნება. ხალხო, ეს ხო კოლოსალური თანხაა, 14 მილიარდი ევრო, წარმოიდგინეთ, უბრალოდ რა შეუძლია ამ თანხას გააკეთოს საქართველოში.” - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის 14 მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქვეყანას 14 მლრდ ევროს მოუტანს და არ დარჩება სეგმენტი, რომელიც სარგებელს ვერ მიიღებს.
“14 მილიარდი ევრო, 14 მილიარდ ევროს ბლოკავს დღეს ოცნება. ხალხნო, ეს ხომ კოლოსალური თანხაა?! 14 მილიარდი ევრო, წარმოიდგინეთ, უბრალოდ რა შეუძლია ამ თანხას გააკეთოს საქართველოში. ეს 14 მილიარდი ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ, ისინი კი ბლოკავენ. 26 ოქტომბერს, მათ შორის, თქვენც მიდიხართ არჩევნებზე და ირჩევთ, გვინდა 14 მილიარდი საქართველოთვის თუ არ გვინდა 14 მილიარდი ევრო და მხოლოდ ისინი იყვნენ მდიდრები და ხალხი იყოს უკიდურეს გაჭირვებაში.
რისთვის არის ეს 14 მილიარდი? ეს არის წარმოებისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს ადგილი, სადაც არ გაიხსნება საწარმო, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი არ შეიქმნება, ეს არის ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქოდეთ წვდომა ფინანსებთან, საკუთარი იდეები დააფინანსონ.
ეს არის ულიმიტო, ხაზს ვუსვამ ულიმიტო წვდომა ევროკავშირის ქვეყნებში ერასმუს პროგრამის და სხვა ტიპის პროგრამის გაცვლით სწავლებაზე ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ უმაღლესი დონის და რანგის განათლება მიიღონ. ეს არის განათლების ფონდები, რომელიც საქართველოში შეგვიძლია მოვიტანოთ. ამ 14 მილიარდში არის მილიარდზე მეტი სოფლის მეურნეობის სუფსიდია, რომელიც შეგვიძლია საქართველოში მოვიტანოთ, რომ ქართულ სოფელს არ უჭირდეს და სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს კარგი ევროპული ტიპის შემოსავალი.
ეს 14 მილიარდი ასევე არის ჯანდაცვისთვის, რომ ჩვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული და სიცოცხლე გაცილებით ხანგრძლივი“ - განაცხადა ვაშაძემ.