აფხაზური ენის განვითარების ე.წ. სახელმწიფო ფონდმა მირა ხოტელაშივილი-ინალ-იფას წიგნი გამოსცა სახელწოდებით "აფხაზეთის ისტორიის საკითხავი წიგნი". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წიგნი სასწავლო არ არის, მაგრამ მისით დაინტერესება როგორც მოსწავლეებს, მასწავლებლებს ისე სტუდენტებსა და ლექტორებს შეუძლიათ.
"წიგნი ფართო ისტორიულ-სამეცნიერო მასალების გამოყენებითაა შედგენილი და მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან ვიდრე 1810 წლამდე, როდესაც აფხაზეთი რუსეთის იმპერიაში შევიდა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები