არაერთმა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნების” პირობებში ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, საბოლოო სერიოზული დაბრკოლება კი რუსული კანონის კანონის მიღება და ამოქმედება იყო, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია დეკანოიძემ ვარჰეის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
“პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ გაცხადებული სურვილია ბიძინა ივანიშვილის და ზუსტად მის მიერ რუსული გავლენების გაძლიერების წარსული პარტიის ''ქართული ოცნების'', რომ ქვეყანა დატოვონ იზოლაციაში. ქვეყანა იზოლაციაში ნიშნავს სიღატაკეს ქართველი ხალხის, დიდ მიგრაციულ ტალღას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს სურვილი ნიშნავს ზუსტად იმას, რომ იზოლაციაში მარტო დატოვებული საქართველო რჩება პირისპირ რუსეთთან. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ზუსტად 26 ოქტომბრის შემდეგ ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს ეკონომიკის კეთილდღეობის განვითარება, დემოკრატიის განვითარებაა, მრავალ მილიარდიანი დახმარების და ინვესტიციების შემოტანა საქართველოში, რაც მოაგვარებს ყველა პრობლემას და რა თქმა უნდა, ნებისმიერი მცდელობა “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყანა იყოს იზოლაციაში რუსეთთან ერთად ცალკე პირისპირ, 26 ოქტომბრის შემდეგ ქართველი ხალხის ნების მიხედვით იქნება უშედეგო. მაგალითად, გახსოვთ ალბათ ბუნდესტაგის წევრების განცხადება გერმანიის ელჩის განცხადება, აშშ-ის განცხადება გახსოვთ ალბათ, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების განცხადებები, რომლებმაც ღიად თქვეს, რომ ქართული ოცნების პირობებში ევროინტეგრაციის და შემდეგი ეტაპის, მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირთან ვერ მოხდება, ვინაიდან საბოლოო სერიოზული დაბრკოლება ეს იყო რუსული კანონის კანონის მიღება. რუსული კანონი ქართულმა ოცნებამ აამოქმედა, თუმცა წარუმატებლად ჩვენ ვხედავთ, ამიტომ შესაბამისად, ქართული ოცნების პირობებში ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რა თქმა უნდა, არავითარი პერსპექტივა არა აქვს.” - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.