პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს დღეს წარადგენს.
ღონისძიება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.
საპარლამენტო სიის ოცეულის წარდგენა 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნება" რეგიონებსა და თბილისში დელეგატები აგვისტოს თვეში წარადგინა.
15 აგვისტოს პარტიამ წარადგინა 22 დელეგატი, რომელიც საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან, ხოლო 23 აგვისტოს - თბილისის დელეგატები.