საზოგადოებაში არის სრული მზაობა, რომ 26 ოქტომბერს შეიცვალოს ხელისუფლება და ახალმა პროევროპულმა ხელისუფლებამ, რომლის მთავარი ფლაგმანი იქნება “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”, დაიწყოს სწრაფი ტემპით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ღონისძიება “ერთიანობა ევროკავშირისთვის” ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს ბროშურები და სიმბოლურად, ევროკავშირის პასპორტები დაურიგეს.
“ჩვენ დღეს ვიმყოფებით გლდანის მაცხოვრებლებთან, რომლებსაც ვაცნობთ “ერთიანობის” მთავარ პრიორიტეტებს, როგორიც არის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, ძლიერი ოჯახი და შემოსავლების სწრაფი ზრდა. საზოგადოებაში არის სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბერს შეიცვალოს ხელისუფლება და აუცილებლად “ქართული ოცნების” ცვლილების შემდგომ დაიწყოს ახალმა პროევროპულმა ხელისუფლებამ, რომლის მთავარი ფლაგმანი იქნება “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”, სწრაფი ტემპით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.” - განაცხადა იგორ ნარმანიამ.