მახაჩკალაში უცნობმა პირებმა მილიციელებს ცეცხლი გაუხსნეს. წინასწარი ინფორმაციით, სროლის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა ერთი მილიციელი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
დაღესტნის შს სამინისტროს განცხადებით, უცნობი პირები, ქუჩაში მილიციელებისათვის ცეცხლის გახსნის შემდეგ მიიმალნენ. ერთი მილიციელი ადგილზე გარდაიცვალა მეორე კი მრავალრიცხოვანი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამჟამად დამნაშავეთა ძებნა მიმდინარეობს.