“სახლთან, ქუჩაში, ორი ახალგაზრდა დამხვდა, მომმართეს სახელით და მითხრეს, რომ შევშვებოდი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, თორემ შედეგები არ დააყოვნებდა - მინდა მივმართო “რუსულ ოცნებას” რომ ვერ შეგვაშინებთ და ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს”,
ზურა ზაბახიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” „ტიტუშკები“ 30-35 წლის იქნებოდნენ და არც სახეს მალავდნენ.
“გუშინ ჩემ სახლთან, ქუჩაში დამხვდა ორი ახალგაზრდა ადამიანი, რომლებსაც არ ვიცნობ, სავარაუდოდ, “ოცნების” “ტიტუშკები”. ბიჭები იყვნენ დაახლოებით 30-35 წლის ასაკის, არ ერიდებოდნენ სახის გამოჩენას, ვფიქრობ, ამოცნობასაც შევძლებ.
მათ მომმართეს სახელით და მითხრეს, რომ ჩამოვშორებოდი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, თორემ შედეგებიც არ დააყოვნებდა.
“რუსული ოცნების” პოლიტიკური გუნდი ყველა ზომას მიმართავს აგრესიული ფორმით, რათა ადამიანები დააშინონ და დააშანტაჟონ. მე მინდა მივმართო “რუსულ ოცნებას” ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ერთად, ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს”, - განაცხადა ზურა ზაბახიძემ.