უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ანატოლი მაკაროვი შესაძლოა თანამდებობიდან გადააყენონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "არგუმენტი ნედელი" მაკაროვთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ინფორმაციით, - "ნიკოლაი ეგოროვიჩი (მაკაროვი) დაიღალა თავდაცვის მინისტრის სამოქალაქო გუნდის არაპროფესიონალიზმისა და ნაკლოვანებების შენიღბვით". მისივე ინფორმაციით, ყოველივე ამაში ბოლო წვეთი, გახდა თავდაცვის მინისტრის სურვილი კვლავ გახსნას დახურული სამხედრო ქალაქები და ამით იქ მაცხოვრებელი ოფიცრებისათვის თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ საცხოვრებლის პრობლემა გადაჭრილად ჩათვალოს. ჯერ ჯერობით კანონი ამას კრძალავს.
"მაკაროვი იყო კატეგორიული წინააღმდეგი ამ გადაწყვეტილებისა. ადამიანს რომელსაც არასოდეს უმსახურია ძნელია გაიგოს, თუ რას ნიშნავს ცხოვრება დახურულ სამხედრო ქალაქში. საცხოვრებელი ფონდის ხარისხი იქ უიმედოა და მუნიციპალურმა ხელისუფლებამ ბალანსზეც რომ აიყვანოს იგი კაპიტალური რემონტისათვის ფულს მისთვის მაინც ვერ გამონახავს", _ აცხადებს წყარო.