სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, იორდანიის სავაჭრო პალატამ და სამრეწველო პალატამ იორდანიულ-აფხაზური საქმიანი საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმების მიხედვით, მხარეები ხელს შეუწყობენ იორდანიისა და აფხაზეთის საქმიან წრეებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა საქმიანი კავშირების გაფართოებას. ამას გარდა მოიზიდავენ საწარმოებსა და კომპანიებს ორმხრივი ურთიერთობებისათვის.
აფხაზეთში ჩასულ დელეგაციას იორდანიიდან იორდანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ისა მურადი ხელმძღვანელობს. სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის გენადი გაგულიას თქმით, აფხაზეთსა და იორდანიას შორის თანამშრომლობა ეკონომიკის, მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროებშიც განხორციელდება. იგეგმება ასევე აფხაზი სტუდენტების იორდანიის სასწავლებლებში სწავლება.
მასალის გამოყენების პირობები