რუსეთის დუმაში დსთ-ის, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებისთვის საჭირო ერთადერთი პირობა დაასახელა. .
„აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და ყველა სხვა სუვერენული სახელმწიფოს ყველა საკითხი, რომლებსაც სურთ რუსეთის ფედერაციასთან შეერთება, წყდება სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე.
გაწევრიანების შესახებ ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ მოცემული სახელმწიფოს ხალხს აქვს და არა ლიდერებს.
ამიტომ, თუ ჩატარდება სახალხო რეფერენდუმი, თუ ხალხი გამოთქვამს რუსეთთან შეერთების სურვილს, მაშინ დაიწყება ყველა კონსტიტუციური ნორმისა და უფლების გაფორმების სამართლებრივი პროცედურა“, - განაცხადა ვოდოლაცკიმ.