ხაზგასმით ვაცხადებთ რომ ის, რასაც წყალტუბოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნება” აკეთებს, არის პოლიტიკური და მორალური უნამუსობა. პოლიტიკური და მორალური ფსკერი. “ოცნება” ცდილობს, რომ პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს ადამიანის ტრაგედია, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” სამძიმარს უცხადებს წყალტუბოში, ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს. ხაზგასმით ვაცხადებთ რომ ის, რასაც წყალტუბოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნება” აკეთებს, არის პოლიტიკური და მორალური უნამუსობა. პოლიტიკური და მორალური ფსკერი. ქართული ოცნება ცდილობს, პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს ადამიანის ტრაგედია. სახედაკარგული ოცნება, თავის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს ადამიანის გარდაცვალებას, რადგან მათ ანაღვლებთ არა ეს ტრაგედია, არამედ, საკუთარი სკამები. ამიტომ, ვეკითხები ქართულ ოცნებას? ბარბარე რაფალიანცის ტრაგედია არ გეყოთ? არ გეყოთ ის, რომ ჩვილი ბავშვის გარდაცვალება პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენეთ? თქვენ ხართ პარტია, რომელმაც ჩვილი ბავშვის გარდაცვალების სპეკულაციით ნახეთ სარგებელი და შეცდომაში შეიყვანეთ საზოგადოება. ახლა კი, იმავეს აკეთებთ. ისევ საზოგადოების მოტყუებას ცდილობთ, რადგან სხვაგვარად, უბრალოდ, შანსი აღარ გაქვთ. ჩვენმა ხალხმა იცის, თუ როგორი კორუმპირებულები და მავნებლები ხართ. ამიტომ, როგორც არ უნდა ეცადოთ, რაც არ უნდა იკადროთ, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ჩვენი ხალხი აირჩევს არა სიღარიბეს იზოლაციაში, არამედ, კეთილდღეობას ევროპაში. არა მონობას, არამედ, თავისუფლებას. არა უმუშევრობას, პენსიონერების, დევნილების, ვეტერანების, სტუდენტების, ახალგაზრდების, მაღაროელების, პედაგოგების ძარცვას, არამედ, საქართველოს.” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.