ყველა სხვადასხვა მანიპულაციით ცდილობს, რომ თავი აარიდოს იმ ქმედების შედეგს, რასაც ჰქვია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის მხარის არდაჭერა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„რეალურად, ამ აგენტურას ერთი ცუდი რამ სჭირს ამ კანონთან დაკავშირებით, მათ რომ მხარი დაეჭირათ, სერიოზულად მოხვდებოდათ პატრონებისგან, ხოლო როცა არ უჭერენ მხარს, სერიოზულად მოხვდებათ არჩევნებზე, მათ შორის ქართული საზოგადოებისგან, შუაში არიან გაჭედილები. გახარიები თავისი ჭკუით რაღაც ორიგინალურს იგონებენ. რეალურად, ყველა მათგანმა, „ნაცმოძრაობის“ კლასტერებმა, აგენტურული ოპოზიციის მთლიანმა ნაწილმა, მთელმა შემადგენლობამ მხარი არ დაუჭირა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობას, ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭირეს მხარს. ძალიან სამწუხაროა, რომ უცხოელი კოლეგებიც უერთდებიან იმ პათოსს, რომ ეს არის ცუდი. ლგბტ პროპაგანდის დასაცავად უნდა დავირაზმოთ ახლა თურმე მთელი საქართველო და ასეთი კანონები არ უნდა მივიღოთ. პირიქით, ასეთი კანონები უნდა მივიღოთ, რომ დავიცვათ მომავალი თაობა“, – განაცხადა მდინარაძემ.