კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საპატრულო დატოვა.
დღეს საღამოს ირაკლი ნადირაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს დეპუტატთან, ირაკლი ეძგვერაძესთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურებრივი მოვალეობის ხელის შეშლის საფუძველზე დააკავა.
ნადირაძის თქმით, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
"მთავარი სამიზნე იყო ირაკლი ეძგვერაძე, გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი - ძალიან აწუხებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა, მათ შორის გლდანში, სადაც ტრადიციულად ამარცხებდა ხოლმე ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას.
მისი მუშაობა ძალიან არ მოსწონთ, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით არ მოსწონთ, ალბათ ნაციონალური მოძრაობა
როდესაც დამირეკეს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, მოვედი ადგილზე, უკვე მანქანაში სვამდნენ - ერთადერთი კითხვა მქონდა, რატომ ხდებოდა მისი დაკავება და ვცდილობდი, რაღაცნაირად დრო გასულიყო, რომ მოსულიყვნენ ადვოკატები და ტელევიზიები იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ არანაირი დაცვა აღარ არსებობს, გარდა მედიის, არასამთავრობო სექტორისა და ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე დამაკავეს”, - თქვა ნადირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.