“მე მივმართავ “ ქართულ ოცნებას” და მინდა ნათელი პასუხი მოვისმინო “ოცნების” ლიდერების მხრიდან, არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში აღიარებენ თუ არა ქართველი ხალხის ნებას?” - ასე მიმართა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობის წევრებს.
მანჯგალაძის თქმით, “ერთიანობას” 5 პუნქტიანი გეგმა გააჩნია, რაც საქართველოს ევროპულ და ამერიკულ კეთილდღეობას მოუტანს.
“ქართული ოცნება მარცხდება ამ არჩევნებზე. მე მივმართავ “ ქართულ ოცნებას” და მინდა ნათელი პასუხი მოვისმინო “ ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში აღიარებენ თუ არა ქართველი ხალხის ნებას და შეეგუებიან თუ არა დამარცხებას. “ქართული ოცნება” აუცილებლად დამარცხდება ამ არჩევნებში, ჩვენ გვაქვს 5 პუნქტიანი გეგმა, საქართველოს ერთიანობის 5 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის პასპორტს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, უვიზო მიმოსვლას ამერიკაში, 14 მილიარდიან ინვესტიციას, საპენსიო სესხების დაუყოვნებლივ ჩამოწერას, უფასო კვებას სკოლებში და ასე შემდეგ.
ოპოზიცია ვერ დამარცხდება, ძალიან მარტივი ფორმულის გამო, სიღატაკეს და იზოლაციას არ აირჩევს საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში.”- განაცხადა მანჯგალაძემ