დიახ, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება არჩევნებს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.
„როგორც მართლმადიდებლური ქრისტიანობის, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გაძლიერება, გამყარება და განმტკიცება კონსტიტუციაში ეს არის ეროვნული ამოცანა და გვეკითხებიან - არჩევნებს უკავშირდება?! - დიახ, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება არჩევნებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა საზოგადოების მაღალი ლეგიტიმაცია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ.
ეს არჩევნებთან არის დაკავშირებული, ისე ამბობენ, თითქოს ვმალავდეთ. დიახ, არჩევნებთან არის დაკავშირებული, რადგან ხალხს ვეუბნებით, რომ მოგვეცით მაღალი ლეგიტიმაცია, რომ ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.