ჩვენი შეხვედრები თქვენთან ადასტურებს რომ თქვენ მოგბეზრდათ სიღატაკეში ცხოვრება, მოგბეზრდათ დაპირისპირება, გინდათ წინსვლა საკუთარი თავისთვის და საკუთარი შვილებისთვის. ამიტომ არ დავიზაროთ და 26 ოქტომბერს, ერთი გაფერადებით წავიდეთ კეთილდღეობისკენ ევროპაში, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თამარ კორძაია
თამარ კორძაიას განცხადებით, ხელისუფლება არაფერს გვპირდება, გარდა მტრობისა, შუღლისა და დაპირისპირებისა.
"26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, გვინდა კეთილდღეობა ევროპაში თუ გვინდა სიღატაკე იზოლაციაში. დღევანდელი ხელისუფლება არ გვპირდება არაფერს გარდა მტრობისა, შუღლისა და დაპირისპირებისა. დაპირისპირებითა და შუღლით ქვეყანა არ შენდება, მხოლოდ ინგრევა. ინგრევა როგორც სახელმწიფო, ასევე ადამიანური ურთიერთობები, ამიტომ ჩვენ 26 ოქტომბერს, ერთიანობით უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა კეთილდღეობით ევროპაში ყოფნა, გვინდა თანამშრომლობა, გვინდა მეტი სამუშაო ადგილი, მეტი სიტყვის თავისუფლება, მეტი თავისუფალი სივრცე თუ არა. ჩვენი შეხვედრები თქვენთან ადასტურებს რომ თქვენ მოგბეზრდათ სიღატაკეში ცხოვრება, მოგბეზრდათ დაპირისპირება, გინდათ წინსვლა საკუთარი თავისთვის და საკუთარი შვილებისთვის. ამიტომ არ დავიზაროთ და 26 ოქტომბერს, ერთი გაფერადებით წავიდეთ მარჯვნივ - კეთილდღეობით ევროპაში", - განაცხადა ვასო გოძიაშვილის პარკში გამართულ ღონისძიებაზე "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თამარ კორძაიამ.