26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში და უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში. ეს არის ჩვენი ისტორიული მისია, ეს არის ჩვენი თაობის ისტორიული მისია, რომელსაც გპირდებით, რომ ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას შევიყვანთ ევროკავშირში. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
„ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებამდე, როდესაც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს არჩევანი - კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში. ეს არის სწორედ ის არჩევანი, რომლის წინაშეც საქართველო დგას 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ კეთილდღეობას ევროპაში, აირჩევენ ევროპულ პენსიებს ნაცვლად იმ მძიმე მდგომარეობისა, როდესაც პენსიონერთა უმრავლესობას აქვს საბანკო კაბალური სესხები, როდესაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე 4-ჯერ მეტს იხდის ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ჩვენი მშობლების თაობა, ამიტომ ჩვენ გავანულებთ საპენსიო სესხებს და ასევე გავზრდით პენსიებს. პენსიონერებისთვის ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ პენსია მინიმუმ 1000 ლარს შეადგენდეს. რა გვინდა? გვინდა კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში, გვინდა ევროპული, ამერიკული ინვესტიციები ევროპული ხელფასები და მდგომარეობა, როდესაც თითქმის 500 ათასი საქართველოს მოქალაქე პრაქტიკულად უმუშევარია, რადგან შეუძლებელია ვთქვათ, რომ ადამიანი არის დასაქმებული, როდესაც შემოსავალი 300 ლარსაც კი არ აღემატება. დიახ, ეს არის ის მძიმე მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოქალაქე უმრავლესობა ებრძვის, როდესაც ოჯახებისთვის ყოველდღიურობა არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ემიგრანტებს საქართველოში და ამისთვის შევქმნით პრეზიდენტი სააკაშვილის მილიარდიან ფონდს ემიგრანტების დასაბრუნებლად. ერთ დროს მეც ემიგრაციაში ვცხოვრობდი და ვარდების რევოლუციის დიდმა რეფორმებმა, დიდმა აღმშენებლობამ, დიდმა ეკონომიკურმა წინსვლამ დამაბრუნა მე სამშობლოში. დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ ასევე შევქმნით იმ დიდ ეკონომიკურ აღმავლობას, რომლითაც ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე კვლავ საქართველოში დაბრუნდება და გაერთიანდება ოჯახები. დიახ, ჩვენ ოჯახები აუცილებლად უნდა გავაერთიანოთ მომავლის საქართველოში, რომელსაც ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვიტანთ. გვინდა კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში? მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები სწორედ კეთილდღეობას აირჩევენ, ევროკავშირს, ევროპულ პენსიებს, ჯანდაცვას, განათლებას, ხელფასებს აირჩევენ და ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ძალიან მალე ახალი კოალიციური მთავრობა, სადაც “ნაციონალურ მოძრაობას” ექნება მთავარი როლი, აუცილებლად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი ისტორიული მისია, ეს არის ჩვენი თაობის ისტორიული მისია, რომელსაც გპირდებით, რომ ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას შევიყვანთ ევროკავშირში. ერთიანობით ვიმარჯვებთ, ერთიანობით მოვიპოვებთ ევროპულ კეთილდღეობას, ეს არის ის არჩევანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე დარწმუნებული ვარ, რომ გააკეთებენ.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.