სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია ევროპული კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მაგ პროექტების მენეჯერს ვან როიტენს, რომელიც სხვა სამუშაოზე გადადის ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიასა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, იმისათვის რათა აფხაზეთის მოსახლეობის ცხოვრების დონე უფრო მაღალი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ღვინჯიას წარუდგინეს ევროპული კომისიის პროექტების ახალი მენეჯერი ევა მარია ტროია ბლანკა, რომელიც "ოპტიმალურად უყურებს ევროპული პროგრამების რეალიზებას აფხაზეთს.
მასალის გამოყენების პირობები