მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
"კოლეგებო, დღეს სექტემბრის პირველი სამშაბათია და საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, X მოწვევის საქართველოს პარლამენტი ბოლო საშემოდგომო სესიაზე შეიკრიბა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მიმდინარე სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომებზე, დეპუტატები "ამნისტიის შესახებ" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტებს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილავენ.