ვერავითარი გარე მფარველები ვეღარ დაიცავენ „ნაცმოძრაობას" იმ განაჩენისგან, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს. რეჟიმი, რომელმაც 2004-2012 წლებში უამრავი დანაშაული ჩაიდინა, აუცილებლად უნდა გასამართლდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვერავითარი გარე მფარველები ვეღარ დაიცავენ „ნაცმოძრაობას" იმ განაჩენისგან, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.
„რატომ 12 წლის შემდეგ - ჩვენ სწორედ ახლა გვაქვს ამის რესურსი, რისი რესურსიც არ გვქონდა 12 წლის განმავლობაში. ვერავინ ვეღარ დაიცავს „ნაცმოძრაობას", ვერავითარი გარე მფარველები ვეღარ დაიცავენ „ნაცმოძრაობას" იმ განაჩენისგან, რომელიც აუცილებლად უნდა დადგე. არ შეიძლება, მუდმივად ქვეყანა ცხოვრობდეს ჩაკეტილ წრეზე, არ შეიძლება, მუდმივად ჩვენ გვქონდეს მუქარები რევოლუციასთან დაკავშირებით, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც არის სწორედ მათი საქმიანობის შედეგი. არ შეიძლება, ეს არის ქვეყნისთვის საფრთხე და რა თქმა უნდა, ეს დემოკრატიისთვის, ქვეყნისთვის საფრთხე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში.
რეჟიმი არის გასასამართლებელი, ის რეჟიმი, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ეს რეჟიმი უნდა გასამართლდეს და პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური პარტია და მისი სატელიტი პარტიები უნდა გასამართლდნენ. დედა პარტია „ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები აუცილებლად უნდა გასამართლდნენ ყველა იმ დანაშაულისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს 2004-2012 წლებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.