"თუ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს ამ კანონს თავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში და არა სიღატაკეს იზოლაციაში, თუმცა ეს ისტორიული არჩევანი ასევე შეუძლია გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულმა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ
"საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთეს არჩევანი რუსული კანონის წინააღმდეგ, როდესაც უპრეცედენტო, ფართომასშტაბიანი პროტესტით მათ უთხრეს არა რუსულ კანონს და კი ევროპას! ახლა ჯერი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოზეა და თითოეულ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე, რომლებსაც აქვთ ძალიან მკაფიო არჩევანი - დადგეს ან ქართველი ხალხის გვერდით, ან ივანიშვილის ინტერესების სადარაჯოზე, ან საკუთარი გადაწყვეტილებით გადაარჩინოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ან ივანიშვილის სურვილისამებრ დაასამაროს ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. მე დარწმუნებული ვარ, რომ „თუ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს ამ კანონსთავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში და არა სიღატაკეს იზოლაციაში, თუმცა ეს ისტორიული არჩევანი ასევე შეუძლია გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულმა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.