რუსეთი მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვება მთელი საბჭოთა ხალხების გამარჯვებაა, მათ Dშორის უკრაინელებისაც. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"მიმაჩნია, რომ რაც შეეხება დიდ სამამულო ომში გამარჯვებას, მგონია, რომ არავის აქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და მთელს რუს ხალხს მიაჩნია, რომ ეს საბჭოთა კავშირის ხალხის საერთო გამარჯვება იყო. ასეა ჩაწერილი ყველა ჩვენს დოკუმენტში და ასეა სინამდვილეში. ყველაფერი დანარჩენი კი არის მცდელობა იმისა, რომ ეძებო რაღაც სენსაცია იქ სადაც ის უბრალოდ არ არის", _ აცხადებს სერგეი ლავროვი.