მთავრობამ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა - შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 26 აგვისტოს გამოსცა.
განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
“1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4(1) პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის #73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს - ირაკლი შოთაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.
2. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2024 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში
ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან 23 მაისს გადადგა.