დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის" შეუერთდა.
აქუბარდიას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის.
“ივანიშვილის დამარცხება გახარიას გუნდის აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებლად მიაჩნია, მეორე მიზეზი, რის გამოც ამ გუნდთან ვერთიანდები პარლამენტში ერთობლივი მუშაობის დროს მიღებული გამოცდილებაა“, - განაცხადა აქუბარდიამ.