“მცხეთიდან საარჩევნო კამპანია გაიხსნა. დაგვპირდნენ ერთპარტიულ, ერთპიროვნულ დიქტატურას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, “დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთი მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება.“
მცხეთიდან საარჩევნო კამპანია გაიხსნა. საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში დაპირდნენ შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანების დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას. მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდნენ ერთპარტიულ, ერთპიროვნულ დიქტატურას. დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთი მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება და სხვებს კი რაღა დარჩებათ, თუ არა ერთი - ქვეყნიდან წასვლის უფლება ", - განაცხადა პრეზიდენტმა.