ე.წ. დელეგატებიდან, რომელიც მაჟორიტარობის რეინკარნაციაა, არცერთი ქალი არ ჰყავთ, ეს მე მახსენებს, ბიძინა ივანიშვილის ე.წ. ხუმრობას "შედი ქალო ბუტკაში" - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდია გამოეხმაურა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას.
„ის, რომ ე.წ. დელეგატებიდან, რომელიც მაჟორიტარობის რეინკარნაციაა, არცერთი ქალი არ ჰყავთ, ეს მე მახსენებს, ბიძინა ივანიშვილის ე.წ. ხუმრობას "შედი ქალო ბუტკაში" და როგორც ჩანს, ივანიშვილი, რომელიც შუშის ბუტკიდან ელაპარაკება ხალხს და ქალბატონი წულუკიანი, რომელსაც თავი ბუტკაში ჰგონია, აგრძელებს ამ თავდასხმების სერიას, ზიზღის ენის გამოყენებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მინისტრს უამრავი პრობლემა აქვს კულტურის სფეროში. ამ ზიზღის ენით საუბარი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად შორსაა ის კულტურასთან მიმართებაში", - ამბობს აქუბარდია.