26 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.21 თეთრით გაუფასურდა და შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6998 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.55 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0159 ლარი გახდა.
2.16 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5613 ლარი გახდა.
0.01 თეთრის გაუფასურებაა თურქულ ლირასთან მიმართებითაც და ერთი ლირას ღირებულება 7.94 თეთრს შეადგენს.